Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი აშშ-ის მოქალაქეს ხელისუფლების დამხობაში სდებს ბრალს


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (KSNA) ცნობით ხელისუფლების დამხობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე აშშ-ის მოქალაქე წარსდგება. კენეთ ბაი, რომელსაც კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო კორეული სახელით პაი იუნ ჰუდ მოიხსენებს, ტუროპერატორი იყო და გასული წლის 3 ნოემბერს რასონში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მიერ ერთობლივად შექმნილ საგანგებო ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე დააპატიმრეს. კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ბაიმ აღიარა დანაშაული, რაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ბაის სასიკვდილო განაჩენი ელის.
XS
SM
MD
LG