Accessibility links

logo-print

ბანგლადეშში ტანსაცმლის ფაბრიკის მფლობელი დააკავეს


ბანგლადეში პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას ბრძანების საფუძველზე, პოლიციამ ოთხშაბათს ჩამონგრეული ტანსაცმლის ფაბრიკის მფლობელი დააპატიმრა. ასეთი ბრძანება მოჰყვა ტრაგედიას, რომლის შედეგადაც აღნიშნული რვასართულიანი ფაბრიკის ჩამონგრევას 324 ადამიანი შეეწირა. პოლიციის ცნობით, ფაბრიკის დირექტორი სოჰენ რანა შაბათს დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წელს ტანსაცმლის ფაბრიკა მშენებლობის სავალდებულო ნებართვის დარღვევით აშენდა. ამავდროულად ჩამონგრეული ფაბრიკის ტერიტორიაზე მაშველები ცოცხლად დარჩენილების გადარჩენას და დაღუპულთა გვამების ძებნას განაგრძობენ. „ჩვენ შევძელით მესამე სართულამდე გაგვეჭრა ხვრელი და ამის საშუალებით ვცდილობთ გვამების გამოტანას. ჯერ კიდევ არიან ცოცხლად დარჩენილები და მათ ჩვენ საკვებით ვამარაგებთ. იმედს გვაძლევს, რომ ისინი ცოცხალი არიან და ჩვენც განვაგრძობთ მუშაობას“, - განაცხადა 27 აპრილს სავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბანგლადეში არმიის ოფიცერმა.
XS
SM
MD
LG