Accessibility links

ინდოელი სიკვდილმისჯილი პაკისტანელმა თანამოსაკნეებმა სასტიკად ცემეს


ჯაშუშობაში ბრალდებული ინდოელი პატიმარი, რომელსაც პაკისტანში სიკვდილით დასჯა ემუქრება, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვაზეა მას შემდეგ, რაც თანამოსაკნეები თავს დაესხნენ. სარაბით სინგჰს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული აგურისა და სხვა ბლაგვი ნივთების გამოყენებით. ლაჰორის ჰოსპიტლის თქმით, იგი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. სინგჰს სასიკვდილო განაჩენი 16 წლის წინ შეუფარდეს ჯაშუშობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ლაჰორიში მომხდარ აფეთქებაში 14 კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG