Accessibility links

logo-print

თალიბანმა საგაზაფხულო თავდასხმების დაწყება გამოაცხადა


ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე ყოველწლიური საგაზაფხულო თავდასხმების დაწყება გამოაცხადა. როგორც ორგანიზაციის მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოიერიშე ჯგუფები პირობას დებენ, რომ თვითმკვლელთა ხელით განახორციელებენ აფეთქებებს, არმიაში შეგზავნილი ელემენტები დახოცავენ ავღანელ ჯარისკაცებს და ასევე მოეწყობა თავდასხმები საერთაშორისო აეროპორტებსა და დიპლომატიურ მისიებზე. განცხადებაში თალიბანი მოუწოდებს სამოქალაქო პირებს არ მივიდნენ ოფიციალურ შეკრებებზე და არ გაწევრიანდნენ პოლიციისა და არმიის რიგებში.
XS
SM
MD
LG