Accessibility links

logo-print

შეწყალების კომისიამ იულია ტიმოშენკოს უარი უთხრა


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების სახელმწიფო კომისიამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს უარი უთხრა შეწყალებაზე. უარი მოტივირებულია იმით, რომ ტიმოშენკოს მიმართ არ არის დასრულებული ყველა სისხლის სამართლივი საქმე. თუმცა, ბოლო სიტყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზეა, აცხადებს ტიმოშენკოს ადვოკატი ალექსანდრ პლახოტნიუკი, ვიანიდან კომისიის დადგენილებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ექს პრემიერ-მინისტრი და უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შვიდწლიან სასჯელს იხდის თანამდებობით ბოროტად სარგებლობის გამო. ამა წლის იანვარში პროკურატურამ მას ახალი ბრალდება, მკვლელობის ორგანიზება წაუყენა. ტიმოშენკოს სისხლის სამართლებრივ დევნას ევროკავშირის ქვეყანები და უფლებათადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG