Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოხარ ცარნაევი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს


ბოსტონის მარათონის დროს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი, სამედიცინო ცენტრ „ბეტ ისრაელიდან“ ქალაქ ფორტ დევენსის საავადმყოფოს ციხეში გადაიყვანეს. მას 19 აპრილს პოლიციის დევნის ოპერაციის დროს მიღებული მძიმე ჭრილობების გამო მკურნალობის კურსი უტარდება. იმავე დღეს მოკლეს მისი უფროსი ძმა ტამერლანი, ხოლო დაჭრილი ჯოხარი - შეიპყრეს. 15 აპრილს ბოსტონში მომხდარი აფეთქებების შედეგად 3 კაცი დაიღუპა და 260-დაიჭრა.
XS
SM
MD
LG