Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ნატოს 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა


ნატოს 4 ჯარისკაცი დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამხრეთ ავღანეთში. ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინცინდენტის ადგილზე, ზაბულის პროვინციაში, სადაც თვითმფრინავმა ავარია განიცადა, მეამბოხეების მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. პროვინციის პოლიციის უფროსის როგ ლევანაის თქმით, კი თვითმფრინავის ჩამოვარდნა შაჰჯოის ოლქში ცუდმა ამინდმა გამოიწვია. ვარიაბის გუბერნატორის წარმომადგენელმა აჰმად ჯავედ ბედარმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 70-მდე თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე ყოველწლიური საგაზაფხულო თავდასხმების დაწყება გამოაცხადა. როგორც ორგანიზაციის მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოიერიშე ჯგუფები პირობას დებენ, რომ თვითმკვლელთა ხელით განახორციელებენ აფეთქებებს, არმიაში შეგზავნილი ელემენტები დახოცავენ ავღანელ ჯარისკაცებს და ასევე მოეწყობა თავდასხმები საერთაშორისო აეროპორტებსა და დიპლომატიურ მისიებზე.
XS
SM
MD
LG