Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს


27 აპრილს გამართულ შუალედურ არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა მესამედმა მიიღო მონაწილეობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა წინასწარი შედეგების შეჯამება. მის მიხედვით, შუალედურ არჩევნებში სამივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმარჯვებენ, კერძოდ ნაძალადევის რაიონში ლიდერობს თამარ კორძაია - ხმათა 39. 5%. ”კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა - 17.3 % მიიმხრო, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მირზა დავითაიამ - 15.1 %. ბაღდათის ოლქში მონაწილეობდა 8 კანდიდატი, მათგან წინასწარი შედეგებით ხმების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მიიღო საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების” კანდიდატმა პაატა კიკნაველიძემ - 61.9 %, მეორე ადგილზე გასულმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა - ვლადიმერ წიქორიძემ - 21.1%. სამტრედიაში საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” კანდიდატმა - გიორგი კახიანმა - 80.9% პროცენტი მოაგროვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა - ემზარ შუბლაძემ - 18.7 %.
XS
SM
MD
LG