Accessibility links

logo-print

დააპატიმრეს ბანგლადეშში დანგრეული შენობის მფლობელი


ბანგლადეშის პოლიციამ დააპატიმრა პირი, რომესლაც ეკუთვნოდა შენობა, რომელიც გასულ კვირაში დაინგრა. ამ ინციდენტს 350 ადამიანი ემსხვერპლა.ოფიციალური ცნობით, სოჰელ რანა დაკაავეს ინდოეთის საზღვარზე, ის შენობის დანგრევის მერე, ოთხშაბათიდან, მიმალული იყო. რვასართულიან შენობაში სამკერვალო საამქროები მიყო განთავსებული. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიია, რომელიც ბანგლადეშის სამკერვალო მრეწველობაში მომხდარა. დღის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ ნანგრევებში ხანძარი გაჩნდა. ბანგლადეშში ამ სფეროში წლიურად 20 მილიარდი დოლარი მოძრაობს. ფაბრიკებში მუშათა მძიმე სამუშაო პირებზე ყურადღება ადრე გამახვილდა. ამ ქვეყანაში თავის პროდუქციას უცხოეთის ცნობილი ფირმები აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG