Accessibility links

იტალიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო


იტალიის ახალმა მთავრობამ, რომელსაც უხელმძღვანელებს ენრიკო ლეტა, დღეს ფიცი დადო. ამით დასრულდა ორთვიანი სამთავრობო კრიზისი. მომავალ კვირაში პარლამენტი კენჭს უყრის ამ მთავრობის მიმართ ნდობის ვოტუმს. ფიცის დადების დროს რომში ინციდენტი მოხდა. პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ ატყდა სროლა. ორი პოლიციელი და ერთი შემთხვევითი პირი დაშავდნენ. მსროლელი აღმოჩნდა 49 წლის პირი, რომელმაც დაკარგა სამსახური და განაწყენებულია პოლიტიკოსებზე. ახალი კოალიციური მთავრობა აერთიანებს მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს, მათ შორისაა „თავისუფლების ხალხი,“ ყოფილი პრემიერის, ბერლუსკონის პარტია. თვითონ ბერლუსკონი არ შედის მთავრობაში, მაგრამ ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოტს დაიკავებს მისი თანამოაზრე, პარტიის მდივანი ანჯელინო ალფანო.
XS
SM
MD
LG