Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებები მოხდა საარჩევნო კანდიდატების ოფისებთან


ცხრა ადამიანი დაიხოცა პაკისტანის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ოფისებთან მოწყობილი აფეთქებების შედეგად. პირველი აფეთქება მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ კოჰატში, ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნეო შტაბთან. ექვსი ადამიანი დაიხოცა. სამი ადამინი შეიწირა ფეშავარში, ასევე წინასაარჩევნო შტაბბინასთან მომხდარმა აფეთქებამ. პასუხიმგებლობა მომხდარზე თალმიბანმა იკისრა. 11 მაისს პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მისი გზით, პირველად პაკისტანის ისტორიაში, ხელისუფლება უნდა გადაეცეს ერთი მთავრობისგან მეორეს დემოკრატიული გზით.
XS
SM
MD
LG