Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიაში ხელისუფლებას მემარჯვენე ცენტრისტები უბრუნდებიან


ისლანდიაში ოპოზიციურმა ძალებმა, მემარჯვენე-ცენტრისტებმა, შაბათის არჩევნების შედეგად მოახერხეს ხელისუფლებაში დაბრუნება. თითქმის ყველა ხმის დათვლის შედეგად, დამოუკიდებლობის პარტია და პროგრესული პარტია დაეპატრონებიან პარლამენტის ადგილების ნახევარზე მეტს. ამ ორივე პარტიამ დაუთმეს ხელისუფლება ოთხი წლის წინ მემარცხენე ძალებს, როცა ისლანდია ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ახალი მთავრობის მეთაური გახდება დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი, ბიარნი ბენედიკტსონი. ორივე გამარჯვებული პარტია წინააღმდეგია ევროკავშირში ისლანდიის გაწევრიანებისა.
XS
SM
MD
LG