Accessibility links

logo-print

ტრიპოლიში საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულმა პირებმა ალყა შემოარტყეს


ლიბიის დედაქალაქში, ტრიპოლიში, შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფმა ალყა შემოარტყა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას და მოითხოვს, რომ ამ უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების, მუამარ კადაფის სამსახურში იყვნენ, არ დაიკავონ დიპლომატიური თანამდებობები. ცნობით, სამინისტროს თანამშრომლებსა და შეიარაღებულ პირებს შორის, რომლებსაც ალყაში ჰყავთ სამინისტრო, მოლაპარაკება იმართება, თუმცა არც ერთი მათგანი შენობაში არ შეუშვიათ. მუამარ კადაფი ძალით იქნა მეამბოხეთა მიერ ჩეამოგდებული. ახალი მთავრობა ცდილობს გაამყაროს კონტროლი მთელ ქვეყანაზე, რომლის არაერთ არეალს კვლავ მართავენ მეამბოხეები.
XS
SM
MD
LG