Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილი მთავრობას ეკონომიკური მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს


საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” უთხრა, რომ ის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფში შევიდა და მთავრობას ეკონომიკური მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს. ”რადგან საზოგადოებაში აჟიოტაჟი არსებობდა, ვერ გაერკვია, რა იყო ჩემი ფუნქცია, აღნიშნულ ჯგუფში შევედი და ეკონომიკური მიმართულებით მივცემ რჩევებს და რეკომენდაციებს მთავრობას", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმიანობაში ის ხელფასს არ იღებს და ამ ჯგუფში სხვებთან ერთად შედიან ზურაბ აბაშიძე და ირაკლი მენაღარიშვილი.
XS
SM
MD
LG