Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის მინისტრს ”აპოლოს” გადარჩენას სთხოვენ


თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარი" და კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე" კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ღია წერილით მიმართავენ და კინოთეატრ "აპოლოს" გადარჩენას სთხოვენ. წერილშია აღნიშნული, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "აპოლოს" განადგურება ემუქრება, ვინაიდან საუკუნეზე მეტი ხნის შენობა სახურავისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი. წერილის თანახმად, კინოთეატრი "აპოლო" ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურის, ასევე ქართული კინემატოგრაფის ისტორიისთვის. რუსი არქიტექტორის, კოლჩინის მიერ "მოდერნის" სტილში აგებული შენობა 1909 წლის 30 მარტს გაიხსნა, როგორც პირველი კინოთეატრი საქართველოში. ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა.
XS
SM
MD
LG