Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წითელას 2 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტირებული


წითელას ეპიდემიური აფეთქების შედეგად საქართველოში ამ დაავადების 2006 შემთხვევაა გამოვლენილი. "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, რომ დაავადების 1529 შემთხვევა თბილისში, ხოლო 677 შემთხვევა რეგიონებშია რეგისტრირებული. წითელას შემთხვევები თბილისის გარდა, საქართველოს 48 რაიონში გამოვლინდა. მარტის დასაწყისიდან დღემდე წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დამატებით 17 ათასმა ადამიანმა გაიკეთა.
XS
SM
MD
LG