Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებას ორი ავღანელი დიპლომატი ემსხვერპლა


პაკისტანის ქალაქ პეშავარშიი, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას რვა ადამიანი, მათ შორის ორი ავღანელი დიპლომატი ემსხვერპლა. დაშავდა 45 კაცამდე. აფეთქება მოხდა ავტობუსის გაჩერებასთან. მანამდე იქ ჩაიარა კორტეჟმა, რომელიც აცილებდა ადგილობრივ მოხელეს. ერთ-ერთი დაღუპული ავღანელი დიპლომატი, ვაჟია გავლენიანი სასულიერო პირის, ამინ ვაკანდისა, რომელიც თალიბებთან დიალოგის მიღწევისთვის შექმნილი „მშვიდობის უზენაესი საბჭოს“ წევრია. თვითონ დიპლომატი, ჰილალ აჰმად ვაკადი, პეშავარში ავღანეთის საკონსულოს თანახმად, ბოლო დროს ორგანიზებას უკეთებდა კონფერენციას ისლამისტური ექსტრემიზმის საწინააღმდეგო საკითხებზე.
XS
SM
MD
LG