Accessibility links

logo-print

დახურული რეჟიმით განახლდა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული რეჟიმით განახლდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს დარბაზიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სასამართლო პროცესის დახურვამდე შეკითხვების დასმის უფლება ჩამოერთვა ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ ადვოკატს რომეო საჯაიას, რადგან მოსამართლე გიორგი დარახველიძის განმარტებით, საჯაიას ადვოკატის ლიცენზია არ აღმოაჩნდა.
XS
SM
MD
LG