Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: სამხრეთ კავკასიას სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა


რუსეთთან დიალოგის დაწყება არ ნიშნავს, რომ საქართველო პრობლემას დამოუკიდებლად აგვარებს და საერთაშორისო მხარდაჭერა აღარ სჭირდება - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და 2008 წლის აგვისტოში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განმეორებით იქნა ჩადენილი სასტიკი დანაშაული - ეთნიკური წმენდა, რომელიც მანამდე აფხაზეთში განხორციელდა 90-იანი წლების კონფლიქტისას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ეთდროულად ორი სახელმწიფოთაშორისი და სამი რეგიონული კონფლიქტია, ჯერჯერობით არცერთი მათგანის მოგვარების გამოკვეთილი პერსპექტივა არ ჩანს და პრაქტიკული შედეგი ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ინიცირებულმა მექანიზმებმა გამოიღო. ”ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს სამხრეთ კავკასიას სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG