Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს


საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს - ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 10 წლის წინ, საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ამ გზას ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადაუხვევს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს და დასძინა, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა პროგრესს მიაღწიოს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ”მჯერა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც მოხსნის ყველა ორაზროვნებას ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და კონტრიბუციას საერთო უსაფრთხოებაში, საქართველო ორივე მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და ეს პროცესი შეუქცევადია.
XS
SM
MD
LG