Accessibility links

ერაყში ტერორისტული აქტების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიხოცა


მანქანებში ჩადებული სამი ბომბი აფეთქდა ერაყის, შიიტებით დასახლებულ, ორ ქალაქში. დახოცილია ათეულობით ადამიანი. ამარაში აფეთქებულმა ბომბმა სულ მცირე ცხრა ადამიანი იმსხვერპლა და 20 დააშავა. მეორე, ქალაქ დივანიაში აფეთქებულმა ბომბმა შვიდი პირი იმსხვერპლა, იქ15 ადამიანი დაშავდა. ერთი საათის შემდეგ აფეთქება მოხდა ქარბალაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. პასუხიმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია. ეს თავდასხმები ბოლო დროის ძალადობის ტალღის ნაწილია. შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებს და სუნიტ დემონსტრანტებს შორის 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG