Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში მაშველებმა დანგრეული შენობის მძიმე ტექნიკით წმენდა დაიწყეს


ბანგლადეშელმა მაშველებმა დღეს დაიწყეს წინა კვირაში დანგრეული სამრეწველო შენობის წმენდა მძიმე ტექნიკით. ბოლო მონაცემებით, რვასართულიანი შენობის დანგრევის შედეგად 380 ადამიანი დაიხოცა. შენობაში სამკერვალო საამქროები იყო განთავსებული. ასეულობით ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიის ადგილზე დღეს იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შეიხი ჰანის ვაზედი. ამავე დღეს, სამუშაოზე არ გამოვიდა სამკერვალო მრეწველობის ათასობით მუშა, რითაც პროტესტი გამოხატეს მძიმე სამუშაო პირობების მიმართ.
XS
SM
MD
LG