Accessibility links

ევროპის კომისია პესტიციდებს გამოყენებას დროებით შეზღუდავს


მოელიან, რომ ევროპის კომისია დროებით შეზღუდავს პესტიციდების გამოყენებას, რადგან ეს ქიმიური საშუალებები ფუტკრებს ვნებს. კომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მიუხედავად იმისა, რომ უთანხმოებაა ევროკავშირის წევრებს შორის. ორშაბათის კენჭისყრაზე, ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენლებმა ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას დაეწესებინათ ნეონიკოტინოიდების აკრძალვა. მიუხედავად ამისა, დიპლომატების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს გზა ეხსნება, ორი წლით აკრძალოს ის პესტიციდენტი, რომლებსაც ფართოდ გამოიყენებენ, რადგან 27-დან 15 სახელმწიფო მხარს უჭერს ინიციატივას. კომისია მიემხრო აკრძალვას, რადგან კველევამ დაადასტურა, რომ ნეონიკონიოდიები მთელ მსოფლიოში იწვევს ფუტკრის რაოდენობის შემცირებას. ფარმაცევტული ფირმები და სოფლის მეურნეობის გარკველი წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან აკრძალვას, რადგან აცხადებენ, რომ კვლევა არასწორად ჩაქტარდა. ფუტკარი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თაფლის წარმოების, არამედ, უფრო მეტად, მცენარეთა დამტვრიანების გამო, რაც მსოფლიოში სურსათის წარმოების საქმის 80 პროცენტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG