Accessibility links

გაიზარდა ერაყში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვი


ერაყში, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბნებში თავდასხმები მოხდა, დახოცილია ათეულობით ადამიანი. ამარაში აფეთქებულმა ორმა ბომბმა 18 ადამიანი იმსხვერპლა და 42 დააშავა. ქალაქ დივანიაში აფეთქებულმა ბომბმა ცხრა პირი იმსხვერპლა, დაჭრილია 23. შემდეგ აფეთქება მოხდა ქარბალაში, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. პოლიციის ცნობით, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ქალაქ მაჰმოდიას შიიტურ უბანშიც, რასაც ექვსი ადამიანი შეეწირა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ეს თავდასხმები ბოლო დროის ძალადობის ტალღის ნაწილია. შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებს და სუნიტ დემონსტრანტებს შორის 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერ- მინისტრმა, ნური ალ-მალიქიმ თავდასხმებში მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი დაადანაშაულა - მისი თქმით, სირიიდან ერაყში „კონფესიებს შორის დაპირისპირების ქარი“ შედის.
XS
SM
MD
LG