Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ის მთავრობისგან ნაღდი ფულის მიღება


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაადასტურა, რომ მისმა უწყებამ მიიღო თანხა აშშ-ის მთავრობისგან. კარზაის განცხადება წერილობითი სახით, მისი ფინეთში ვიზიტის დროს გავრცელდა. განცხადება მოჰყვა ”ნიუ იორკ ტაიმსის” პუბლიკაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ კარზაის ოფისს ბოლო ათი წლის განმავლობაში მილიონობით დოლარი მისცა ნაღდი ფულის სახით. კარზაი აცხადებს, რომ თანხა ”უფრო ცოტა იყო, ვიდრე ბევრი” და ის დაჭრილებისა და ავადმყოფების დასახმარებლად, აგრეთვე სხვა კეთილი მიზნებისთვის დაიხარჯა. კარზაიმ აშშ-ის დახმარებას ”ძალიან პროდუქტიული” უწოდა. ”ნიუ იორკ ტაიმსი” ეყრდნობა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის ნათქვამს. მისი ვინაობა არ სახელდება. რესპონდენტი აცხადებს, რომ ავღანეთის პრეზიდენტის უწყებისთვის თანხის მიცემა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს გავლენის გაძლიერებისთვის იყო გამიზნული და ამის ნაცვლად კორუფციასა და სამხედრო მეთაურების გავლენის გაძლიერებას შეუწყო ხელი.
XS
SM
MD
LG