Accessibility links

logo-print

ისრაელის საჰაერო იერიშს ერთი პალესტინელი ემსხვერპლა


პალესტინის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. იმავე წყაროს თანახმად, სამშაბათს ისრაელმა საჰარეო იერიში განახორციელა ქალაქ ღაზაში მდებარე შატის ლტოლვილთა ბანაკზე. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედროებმა იერიში მიიტანეს "ჯიჰადისტზე, რომელიც ჭურვების დამზადების ექსპერტი იყო". ისრაელელმა სამხედრომ "ტვიტერით" გაავრცელა ცნობა, რომ იერიშის სამიზნე იყო " იარაღის მწარმოებელი ჰითემ ზიად იბრაჰიმ მაშალი". თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ მოკლული პირი 23 წლის მაშალი იყო. ის "სალაფის" ისლამისტური დაჯგუფების წევრი იყო. ეს იყო პირველი დამიზნებით განხორციელებული იერიში ისრაელის მხრიდან გასული წლის ნოემბრის შემდეგ. ბოლო ორი თვის განმავლობაში გახშირდა ისრაელის სამხრეთში სარაკეტო იერიშები მეამბოხეთა მხრიდან.
XS
SM
MD
LG