Accessibility links

logo-print

ნიდერლანდს ახალი მონარქი ჰყავს - ვილემ-ალექსანდერი


ნიდერლანდის დედოფალმა ბეატრიქსმა ტახტზე უარი თქვა თავისი უფროსი ვაჟიშვილის, ვილემ-ალექსანდერის სასარგებლოდ. ბეატრიქსი, რომელიც 75 წლისაა, სამშაბათს გადადგა 33 წელი მმართველობის შემდეგ. მან სამეფო სასახლესთან შეკრებილ თანამემამულეებს წარუდგინა ახალი მონარქი: „რამდენიმე წამის წინ ტახტიდან გადავდექი. ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი მეფე - მეფე ვილემ-ალექსანდერი“.
ვილემ-ალექსანდერი 46 წლისაა - ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა მონარქი. მისი ინტრონიზაციის ცერემონიასთან დაკავშირებით, ამსტერდამში შეიკრიბა ასიათასობით ადამიანი, სამეფო ოჯახის ტრადიციული ნარინჯისფერი ტანისამოსით. ბეატრიქსი ორშაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვით გამოეთხოვა თანამემამულეებს. საუკუნეზე მეტი ხანი, ნიდერლანდში მონარქიას ქალები ედგნენ სათავეში. 120 წლის შემდეგ ვილემ-ალექსანდერი პირველი მონარქი მამაკაცია.
XS
SM
MD
LG