Accessibility links

logo-print

დამასკის ცენტრში ისევ მოხდა ძლიერი აფეთქება


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დამასკის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 13 და დაიჭრა 70 ადამიანი. ხოლო ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, სამშაბათს აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ცხრა სამოქალაქო პირი და უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი. „ობესრავატორიის“ მონაცემებით, დაღუპულების რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. სახელმწიფო ტელევიზიის ვიდეოკადრებში ჩანს აფეთქების ადგილი და ქუჩას მოფენილი გვამები. წინა დღეს დამასკში მოეწყო აფეთქება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვაელ ალ-ჰალკის წინაღამდეგ იყო მიმართული. პრემიერ-მინისტრი არ დაშავებულა, მაგრამ დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის მისი მცველი.
XS
SM
MD
LG