Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ერთობლივი წვრთნები დაასრულეს


აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ დაასრულეს ერთობლივი სამხედრო წრვთნები, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე ჩაიარა. სამხრეთ კორეაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო წვრთნებში ათასობით ამერიკელი და სამხრეთკორეელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ჩრდილოეთმა კორეამ დაგმო ეს მანევრები, როგორც „თავდასხმისათვის მზადება“. კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც გაერომ სანქციები გაუმკაცრა ჩრდილოეთ კორეას, თებერვალში მესამე ბირთვული გამოცდის ჩატარების გამო. ფხენიანი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ დარტყმებით დაიმუქრა.
XS
SM
MD
LG