Accessibility links

საქართველოში შეიარაღებული ძალების დაარსების 22-ე წლისთავი აღინიშნება


საქართველოს არმია შექმნიდან 22-ე წლისთავს აღნიშნავს. ეს თარიღი შეიარაღებულ ძალებს მიულოცეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი დღეს იმყოფებოდნენ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, სადაც საჩვენებელი საველე ტაქტიკური სწავლება გაიმართა. წვრთნას დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. სწავლებისას სამხედროებმა გამოიყენეს ავიაცია, არტილერია და საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა "დიდგორი" და "ლაზიკა".
XS
SM
MD
LG