Accessibility links

logo-print

დავით დარჩიაშვილი: რუსეთისთვის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის Rose-Roth-ის სემინარზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემაზე გამართული დისკუსიის კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა. ”ამ დილემიდან ბორჯომით და ვაშლებით როგორ უნდა გამოვიდეს ახალი ხელისუფლება ვერ წარმომიდგენია და თუ უარს იტყვის ნატოზე, რისი ეჭვიც გვაქვს, მაშინ ფასი აღარაფერს ექნება”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე დღეს მოხსენება წაიკითხა საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორმა ლოურენს შიითსმა. მისი განცხადებით, ურთიერთობის გაუმჯობესების გარეშე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება წარმოუდგენელია. სემინარზე გამოსვლისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ნატოსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შორის არჩევანის გაკეთებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG