Accessibility links

logo-print

გადადგა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი


დღეს გადადგომის შესახებ გამოაცხადა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორმა, მაშა გესენმა. რადიო თავისუფლება-რადიო თავისუფალი ევროპის განცხადებაში ნათქვამია, რომ გესენი ახალ წიგნზე მუშაობას აპირებს. ის ვლადიმირ პუტინის შესახებ წიგნის ავტორიცაა. გესენმა სულ შვიდი თვე იმუშავა რუსული სამსახურის დირექტორის პოსტზე. ამ პერიოდში რედაქციაში მასშტაბური რესტრუქტურიზაცია განხორციელდა, გაათვისუფლეს ათობით ჟურნალისტი, რასაც რუსეთში ბევრი სამოქალაქო აქტივისტისა და უფლებადამცველის პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG