Accessibility links

logo-print

პაკისტანის ყოფილ ლიდერს სასამართლომ აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა


პაკისტანში სასამართლომ სამუდამოდ აუკრძალა ქვეყნის ყოფილ ლიდერს, ფერვეზ მუშარაფს, საჯარო თანამდებობაზე ასარჩევად საკუთარი კანდიდატურის წამოყენება. ფეშავარის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მუშარაფის სარჩელს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენების აკრძალვის გამო. სამშაბათსვე, უფრო ადრე, რავალპინდის ანტიტერორისტულმა სასამართლომ გადაწყვიტა მუშარაფის შინა პატიმრობაში დატოვება 14 მაისამდე. საქმე ეხება მისთვის წაყენებულ ბრალდებას 2007 წელს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობასთან დაკავშირებით. მუშარაფს ადანაშაულებენ, რომ არ მიმართა სათანადო ზომებს ბჰუტოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მუშარაფი გასულ თვეში დაბრუნდა პაკისტანში ოთხწლიანი ნებაყოფლობითი დევნილობიდან, 11 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG