Accessibility links

logo-print

ავღანეთში ნაღმზე სამი ნატოელი აფეთქდა


გზის პირას ჩადებულმა ნაღმებმა ავღანეთში სამი ნატოელი სამხედრო და ცხრა ავღანელი იმსხვერპლა. ერთი ინციდენტი, საერთაშორისო ჯარის სარდლობის თანახმად, სამშაბათს მოხდა სამხრეთ ავღანეთში, როცა ხელნაკეთმა ასაფათქებელი მოწყობილობამ ნატოს ჯარისკაცები დახოცა. დეტალებს ეს ცნობა არ შეიცავს. ასევე სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში, ასევე გზაზე ჩადებულმა ბომბმა, სამი ავღანეთლი სამოქალაქო პირი დახოცა, დაშავდა ხუთი. ურუზგანის პროვინციაშე ასეთივე ხერხით ხუთი მოქალაქე დაიხოცეს. კუნდუზის პროვინციაში ადგილობრივი პოლიციის მეთაური და მისი მძღოლი გზაზე ჩადებულმა ნაღმმა იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG