Accessibility links

ცხინვალმა ქართველი მწყემსი გიორგი დოთიაშვილი გაათავისუფლა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად დაკავებული გიორგი დოთიაშვილი გათავისუფლდა. 22 აპრილს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო კვეთის" ბრალდებით, 1938 წელს დაბადებული მწყემსი, გიორგი დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბალში დააკავეს. ოსური მილიციის თანამშრომლებმა დოთიაშვილი ჯერ ღრომში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი, მოლაპარაკებების შედეგად, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს
XS
SM
MD
LG