Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კანცელარიაში პრობლემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მსჯელობენ


სახელმწიფო კანცელარიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველ სამუშაო სხდომაზე განხილული იქნება რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის პროექტი, რომელთან მიმართებაშიც საკონტრაქტორო ვალდებულების შესრულების კუთხით ხარვეზები არსებობს.
XS
SM
MD
LG