Accessibility links

საბერძნეთის პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს


საბერძნეთის უდიდესმა პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს, მომჭირნეობის მკაცრი ზომების გასაპროტესტებლად. გაფიცვის შედეგად, მთელ საბერძნეთში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ათენის ცენტრში იმართება დემონსტრაცია, რომელზეც აპროტესტებენ გაზრდილ უმუშვერობასა და მთავრობის გეგმას, 2014 წლის მიწურულამდე გააუქმოს 15 000-მდე სამუშაო ადგილი საჯარო სექტორში. ევროკავშირის სტატისტიკური მონაცემებით, საბერძნეთში სარეკორდო 27,2%-ს მიაღწია უმუშევრობის მაჩვენებელმა. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა თითქმის 60%-ს შეადგენს. საბერძნეთი მომჭირნეობის მკაცრ ზომებს, მათ შორის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას დათანხმდა უცხოელი დონორებისაგან კრედიტების მისაღებად.
XS
SM
MD
LG