Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამი ბრიტანელი ჯარისკაცი და ცხრა ავღანელი დაიღუპნენ


ნატოს სამი ჯარისკაცი, რომელიც სამშაბათს დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, ბრიტანელი იყო. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი დანაღმული ავტომანქანა პატრულირებისას აფეთქდა თვითნაკეთ ბომბზე. 2001 წელს სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ავღანეთში 440-ზე მეტი ბრიტანელი ჯარსიკაცია დაღუპული. სამშაბათს ძალადობამ ცხრა ავღანელიც შეიწირა. მათგან ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა ყანდაარის პროვინციაში, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG