Accessibility links

ავღანელი მოსწავლე გოგონები მოწამვლის ნიშნებით მოათავსეს საავადმყოფოში


ქაბულში რამდენიმე მოსწავლე გოგონა მოწამვლის ნიშნებით მოათავსეს საავადმყოფოში. როგორც მათი სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, სტუდენტები ცუდად გახდნენ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, საკლასო ოთახში შესვლისას უცნაური სუნი ეცათ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 20 მოსწავლე მოათავსეს საავადმყოფოში. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ქაბულის საავადმყოფოს ექიმისგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საავადმყოფოში მიიღეს 150-მდე გოგონა, რომელთაგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ავღანეთში იყო შემთხვევები, როცა რელიგიურად კონსერვატიული ელემენტები, რომლებიც გოგონების განათლებას ეწინააღმდეგებიან, მომწამვლელ გაზს იყენებდნენ სკოლებში სწავლისათვის ხელის შესაშლელად.
XS
SM
MD
LG