Accessibility links

logo-print

მახაჩყალის ცენტრში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


მახაჩყალაში სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ფატინა უბაიდატოვას განცხადებით, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. სამინისტროს ცნობით, აფეთქდა მოწყობილობა, რომლის სიმძლავრეც ორი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაღუპულებს შორის ორი მოზარდია.
XS
SM
MD
LG