Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს სამშვიდობო საბჭოს წევრი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ექსტრემისტებმა ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს სამშვიდობო საბჭოს წევრი, მალიმ შავალი და მისი, სულ ცოტა, ერთი მცველი. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, შავალის კორტეჟი ჯერ ბომბზე აფეთქდა, რის შემდეგაც თალიბებმა ცეცხლი გახსნეს. უმაღლესი სამშვიდობო საბჭო ავღანეთში 2010 წელს შექმნა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, თალიბანის ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკების საწარმოებლად. სამშაბათს ასევე ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა სამი ბრიტანელი ჯარისკაცი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი დანაღმული ავტომანქანა პატრულირებისას აფეთქდა თვითნაკეთ ბომბზე. სამშაბათს ძალადობამ ცხრა ავღანელიც შეიწირა.
XS
SM
MD
LG