Accessibility links

logo-print

ერაყში მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანების აფეთქებას


ერაყში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა სამი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. პირველი აფეთქება მოეწყო ბაღდადის, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბანში. დაიღუპა, სულ ცოტა, სამი სამოქალაქო პირი. ასევე სამი ადამიანი შეიწირა აფეთქებამ ქალაქ ფალუჯაში, რომელიც ბაღდადის დასავლეთით მდებარეობს. დაიღუპნენ გასამხედროებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სამხედრო პოსტთან იდგნენ ხელფასის ასაღებად. ქალაქ რამადისთან კი ორი პოლიციელი შეიწირა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას.
XS
SM
MD
LG