Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: მედიის თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში ვითარება გაუარესდა


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ვითარება განვლილ წელს გაუარესდა და, თითქმის მთელი ბოლო ათწლეულის მაჩვენებლებით, ყველაზე დაბალ საფეხურზეა. "ფრიდომ ჰაუსმა" ოთხშაბათს ვაშინგტონში წარმოადგინა „პრესის თავისუფლების შესახებ“ ყოველწლიური ანგარიში. პროექტის დირექტორმა კარინ დოიჩ კარლეკარმა განაცხადა, რომ მოპოვებული ინფორმაცია ასახავს „უარყოფით ტენდენციებს მსოფლიოს რეგიონების უმრავლესობაში“. თუმცა, საქართველომ, ისევე როგორც სომხეთმა, ქება დაიმსახურეს მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის. რუსეთის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ თითქმის „სრული კონტროლი“ ხორციელდება ტელევიზიაზე, რადიოსა და ბეჭდვით მედიაზე. ჩრდილოეთი კორეა და თურქმენეთი სახელდებიან ქვეყნებად, რომლებშიც ყველაზე ძლიერად არის შეზღუდული პრესის თავისუფლება.
XS
SM
MD
LG