Accessibility links

logo-print

„ლაბორატორია 1918“: თბილისში აქციაზე დაკავებულთა ნაწილი კვლავაც დაკავებულია


სტუდენტურ მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წევრების ინფორმაციით, თბილისში საპირველმაისო აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავაც დაკავებულია. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკვე გაათავისუფლეს ყველა დაკავებული. ცნობების თანახმად, სტუდენტურ მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას, 20-მდე აქტივისტი დააკავეს. ამასთან, გათავისუფლებული სტუდენტები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ცინარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები: მისი თქმით, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა და აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოწოდებას წესრიგის დაცვისაკენ. ისინი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და, მოგვიანებით, ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. ცინარიძის განცხადებით, ეს პირები ხუთშაბათს სასამართლოში წარდგებიან და სასამართლო იმსჯელებს იმის შესახებ, თუ ადმინისტრაციული წესით რა ღონისძიებას გამოიყენებს მათ მიმართ.
XS
SM
MD
LG