Accessibility links

ბოსტონში დააკავეს აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი


ბოსტონის პოლიცია აცხადებს, რომ დააკავა 15 აპრილს მარათონზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირი. აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 260-მდე ადამიანი. ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტმა ეს ცნობა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა და გამოაცხადა, რომ მოგვიანებით გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას. ადვოკატი ლინდა კრისტელო, რომელიც ყაზახეთის ორი მოქალაქის - დიას კადირბაევისა და აზამატ ტაჟაიაკოვის - ინტერესებს იცავს, ადასტურებს, რომ მის კლიენტებს ბრალდების წაყენება მოელით და ისინი ოთხშაბათსვე წარდგებიან სასამართლოს წინაშე. ორივე მეგობრობდა ჯოხარ ცარნაევთან, რომელიც უფროს ძმასთან, ტამერლან ცარნაევთან ერთად არის ბრალდებული ბოსტონის მარათონზე აფეთქებების მოწყობაში. ტამერლან ცარნაევი პოლიციელებთან ურთიერთსროლისას დაიღუპა.
XS
SM
MD
LG