Accessibility links

ალჟირში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ


პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ გემ "EOS"-ზე მომუშავე ათი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. რადიო თავისუფლებამ სოციალური ქსელ Facebook-ით ალჟირიდან მიიღო შეტყობინება ქართველი მეზღვაურებისგან, რომლებიც იუწყებიან, რომ თითქმის 10 თვეა, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან გემზე. მისი ტვირთი დაპატიმრებულია და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გემთმფლობელს, დამქირავებელსა და მყიდველს შორის. მეზღვაურები აღნიშნავენ, რომ მათი სამუშაო კონტრაქტის ვადა ამოწურულია, მაგრამ სამშობლოში არ უშვებენ, გემთმფლობელმა კი მათთან კონტაქტი 3 თვეზე მეტია შეწყვიტა. შეტყობინებაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მიიღო ქართველი მეზღვაურისაგან, ნათქვამია, რომ ინფორმირებული არიან საქართველოს საზღვაო დეპარტამენტი და საელჩო ესპანეთში, მაგრამ მათ მცდელობას მეზღვაურებისათვის ჯერ არ მოუტანია „სასიკეთო ცვლილებები“.
XS
SM
MD
LG