Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, რომელმაც მათი საუბრის დაწყებამდე განაცხადა, რომ აშშ მიესალმება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. კერიმ მადლობა გადაიხადა ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიაში საქართველოს წვლილისათვის და დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა ჯონ კერის - მაშინ აშშ-ის სენატის წევრის - ვიზიტი საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მადლობა გადაიხადა მძიმე პერიოდში მხარდაჭერისათვის. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება ნატოს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სურვილია, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჰქონდეს ალიანსში გაწევრიანების საკითხში.
XS
SM
MD
LG