Accessibility links

logo-print

დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიდან გადადგა


დავით კირვალიძემ პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მიმართა. სააგენტოების ცნობით, მთავრობის მეთაურმა უკვე დააკმაყოფილა კირვალიძის თხოვნა - სოფლის მეურნეობის სისტემაში გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა. დავით კირვალიძე გადადგომის საფუძვლად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ასახელებს და აცხადებს: "სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს", - განაცხადა დავით კირვალიძემ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.
XS
SM
MD
LG