Accessibility links

logo-print

ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე შეტაკება მოხდა


ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მოხდა ორი ქვეყნის სამხედროებს შორის შეტაკება, რომლის შედეგადაც, ცნობების თანახმად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ავღანელი მესაზღვრე. აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში ოფიციალურმა პირებმა უთხრეს ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რომ ავღანელმა სამხედროებმა დაანგრიეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც ბოლოხანს ააშენა პაკისტანის მხარემ დურანდის ხაზთან - საზღვართან, რომელიც მე-19 საუკუნეში ბრიტანეთმა გაავლო. შეტაკებამ ექვსი საათი გასტანა და ხუთშაბათს დილით დასრულდა. პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა სამი პაკისტანელი ჯარისკაცი. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ბრძოლის დაწყებაში. ქაბულმა რამდენჯერმე მოითხოვა პაკისტანისაგან, აეღო ბლოკ-პოსტი, რომელიც, ავღანეთის განცხადებით, მის ტერიტორიაზე აშენდა. ავღანეთი უარს ამბობს დურანდის ხაზის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG