Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო აპროტესტებს ირანში აზერბაიჯანის ორი მოქალაქის დაკავებას


ბაქო ირანისაგან ითხოვს ახსნა-განმარტებას აზერბაიჯანის ორი მოქალაქის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ირანის ქალაქ თაბრიზში აზერბაიჯანის საკონსულომ საპროტესტო ნოტა გადასცა ირანელ ოფიციალურ პირებს. ირანმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ 30 აპრილს თაბრიზში დააკავეს აზერბაიჯანელი მეცნიერი ჰალიდა ჰალიდი და მისი ასისტენტი, ოთხ ირანელ აქტივისტსთან ერთად. საქმე ეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტებს. თაბრიზში შარშანაც დააპატიმრეს აზერბაიჯანელები - ორი მოქალაქე, რომელიც რამდენიმე თვე იყო დაკავებული ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში სეპარატიზმის მხარდაჭერაში ბრალდებით. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა შარშან 22 ადამიანი დააპატიმრა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით.
XS
SM
MD
LG